"პლასტელინივით ადამიანი ვარ: სადაც მიაგდებ, იმ ფორმას ვიღებ" - გიორგი მარგველაშვილი
Palitra TV-ს გადაცემა "ემას შოუს" ეთერში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სიტემაში დაგეგმილ რეფორმებზე, განათლების ხარისხის ზრდის აუცილებელ პირობებზე და თავისი წინამორბედის, დიმიტრი შაშკინის კაბინეტზეც ისაუბრა. წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არაფერი შეცვალა იმ კაბინეტში შესვლისას, რომელსაც ადრე "ნაციონალური" მთავრობის განათლების მინისტრი იკავებდა, ვიცე-პრემიერმა უპასუხა, რომ არაფერი შეუცვლია, რადგან "პლასტელინივით ადამიანია: სადაც მიაგდებენ, იმ ფორმას რომ იღებს".
"მხოლოდ საქართველოს დროშა დავდე, რომელიც მე-200 სკოლის ბავშვებმა მაჩუქეს და კიდევ დედა-ენა" - აღნიშნა მინისტრმა.
იხილეთ გადაცემა სრულად
"მხოლოდ საქართველოს დროშა დავდე, რომელიც მე-200 სკოლის ბავშვებმა მაჩუქეს და კიდევ დედა-ენა" - აღნიშნა მინისტრმა.
იხილეთ გადაცემა სრულად