ახალაიას პროცესი ერთ-ერთი ბრალდებულის ავადმყოფობის გამო გადაიდო
ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურაბ შამათავას ავადმყოფობის გამო გადაიდო. პროცესი 7 მაისისთვის ჩაინიშნა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ დასრულებულა საქმეში ერთ-ერთი მოწმისა და დაზარალებულის, ზვიად აბესაძის დაკითხვა.
ზვიად აბესაძე სასამართლოდან განსაკუთრებული დაცვით გაიყვანეს. მისი დაკითხვა შემდეგ პროცესზე განახლდება, რომელიც დახურული აღარ იქნება და აბესაძეს დარბაზისა და მედიის თანდასწრებით დაკითხავენ.
როგორც პროცესის შემდეგ ბრალდების მხარემ, პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, დაცვის მხარემ შეგნებულად დააყენა შუამდგომლობა პროცესის გადადების შესახებ, რადგან შემდგომ პროცესს დახურვა აღარ ეხებოდა.
რაც შეეხება ზურაბ შამათავას ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც დაცვის მხარის ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, შამათავას მაღალი წნევა ჰქონდა და ექიმის ჩარევის შემდეგაც წნევა არ დარეგულირდა. ადვოკატის თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე მოხდა პროცესის გადადების შუამდგომლობის დაყენება.