loader

"აბანო N5" - ჩაი მურაბით და თაფლის მასაჟი თბილისში მყოფი ვიქტორ იუშჩენკოსთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აბანო N5" - ჩაი მურაბით და თაფლის მასაჟი თბილისში მყოფი ვიქტორ იუშჩენკოსთვის

შპს "ნარიყალაში" ადასტურებენ, რომ მათ კუთვნილ N5 აბანოში უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო იმყოფებოდა. როგორც აბანოს დირექტორის მოადგილემ, ლუიზა გოგოძემ განაცხადა, იუშჩენკო გოგირდის აბანოში დაახლოებით 2-3 წლის წინ იმყოფებოდა.

ამასთან, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ის თანამშრომლები, რომლებიც იუშენკოს მოემსახურნენ, ამჟამად სხვაგან მუშაობენ.

გოგირდის აბანოში იუშჩენკოს სტუმრობის ფაქტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯების ამსახველი მასალებით დასტურდება. სამსახურის არამიზნობრივი ხარჯების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, იუშჩენკოს აბანოთი მომსახურებაში სულ 591 ლარია დახარჯული. ორდერი 2011 წლის 6 აპრილსაა გაცემული.

ინვოისის მიხედვით, მომსახურება 7 ადამიანზე იყო გაწერილი და მასში შედიოდა თაფლის მასაჟი, სამი ჩაიდანი ჩაი მურაბით, 6 მინერალური და 6 სასმელი წყალი, 7 საპონი, 7 შამპუნი და 7 წყვილი ჩუსტი. ინვოისს ხელს აწერს შპს "ნარიყალას" დირექტორი.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად

ასევე იხილეთ: სტუმარი რომ ჩამოვა, მაღალ დონეზე არ უნდა მიიღო?! - მიხეილ სააკაშვილი

იხილეთ ვიდეო
georgianews.ge–ზე