პატრიარქი ქართული ენის მნიშვნელობასა და უცხოეთში წასული ქართველების მიერ ენის დაკარგვაზე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქართული ენის მნიშვნელობასა და ძალაზე იქადაგა. როგორც პატრიარქმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ქართული ენა არის ერთ-ერთი უდიდესი მადლი, რომელიც უფალმა ქართველ ერს და საქართველოს მიანიჭა. უწმინდესის თქმით, მრავალი მატერიალური, თუ სულიერი სიმდიდრე აქვს საქართველოს, მათ შორის უპირველეს ყოვლისა არის "ჩვენი ქართველობა, რაც ღვთის უდიდესი მადლი და კურთხევაა".
ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს ეროვნულ ნიადაგზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მცირე ხნით წასვლა უცხოეთში, - ბრძანა სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
პატრიარქმა ფინეთში მისი მოგზაურობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ იქ მრავალ ქართველს შეხვდა, მათ შორის ორი-სამი წლის წასულებს საქართველოდან, რომელთა შვილებმაც ქართული ენა არ იციან.