დოდო აბაშიძის და ტარას შევჩენკოს ძეგლები ცისფერი საღებავით შეღებეს
ქართველი მსახიობის, დოდო აბაშიძის ბიუსტი, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე მდებარეობს, ცისფერი საღებავით შეღებეს.
როგორც "პალიტრა ტვ"-ს მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე ივა ჭყონიამ განუცხადა, შემთხვევა, სავარაუდოდ, წუხელ ღამით მოხდა. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა და შეისწავლეს სამართალდამცველებმა. მისი თქმით, დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან. გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანების მუხლით.
გარდა ამისა, ასევე შეღებილია უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ძეგლი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ძეგლი იმავე საღებავითაა შეღებილი, რითაც დოდო აბაშიძის ბიუსტი. სავარაუდოდ, ეს ძეგლიც წუხელ შეღებეს.