"ნუ დახოცავთ ჩვენ შვილებს თქვენი სკამებისთვის" - აქცია სოცდაუცველების მხარდასაჭერად
1 წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა. მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, რომელთაც თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით "ბავშვის შიმშილი არის სირცხვილი", "ირღვევა ბავშვთა უფლებები", "ყველა ბავშვი, ყველას ბავშვია" და ა.შ
აქციამ მოგვიანებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლა, სადაც სოციალურად დაუცველთა პრობლემის აქტიური გაშუქება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების მცდელობას, საზმაუწყებლის შენობაში შეეღწიათ, დაცვის წინააღმდეგობა მოჰყვა, რის გამოც ინციდენტი მოხდა.
საპროტესტო აქცია დაახლოებით ხუთ საათში დასრულდა, მას შემდეგ მონაწილეების ნაწილი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელ ლევან გახელაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულებმა განაცხადეს, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისგან მიიღეს პირობა, რომ უახლოეს დღეებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუებში სოციალურად დაუცველთა პრობლემები გაშუქდება.