ბაჩო ახალაია მატროსოვის ციხეში მაქსიმუმ 10 დღეში დაბრუნდება - სოზარ სუბარი
ბაჩო ახალაია და სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომლები გლდანის ციხიდან მატროსოვის ციხეში მაქსიმუმ 10 დღეში დაბრუნდებიან, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში განუცხადა.
სოზარ სუბარმა აღნიშნული დაწესებულება, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან და ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, სარეალიბიტაციო პირველადი სამუშაოების დასრულებისთანავე გლდანის #8 დაწესებულებიდან ბაჩო ახალაია და სხვა ყოფილი თანამშრომლები ე.წ. მატროსოვის ციხეში დაბრუნდებიან.
ამასთან, სუბარმა კიდევ ერთხელ განმარტა მათი გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის მიზეზი. როგორც მან აღნიშნა, სარემონტო სამუშაოების დროს შეუძლებელი იყო აღნიშნულ დაწესებულებაში რომელიმე პატიმარის დარჩენა. ხოლო, ბაჩო ახალაიას ახლობლების ბრალდებაზე, რომ გლდანის ციხეში მათ მიმართ საფრთხე არსებობს, სუბარი აცხადებს, რომ სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა ახალაიას და სხვა ბრალდებულების დაწესებულებაში ყოფნა უსაფრთხო იყოს.