loader

ჩოხიანი იან გილანი ფაეტონში - Deep Purple-ის სოლისტის ქორწილი თბილისში 1990 წელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩოხიანი იან გილანი ფაეტონში - Deep Purple-ის სოლისტის ქორწილი თბილისში 1990 წელს

მალე თბილისს ლეგენდარული როკ-ბენდი Deep Purple ეწვევა და საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის თბილისი Open Air 2013-ის ფარგლებში "დინამოს" სტადიონზე კონცერტს გამართავს.

ეს საქართველოში ჯგუფის პირველი ვიზიტი არაა. 1990 წლის მაისში Deep Purple-მა თბილისში, სპორტის სასახლეში ხუთი კონცერტი გამართა, თუმცა ბენდის თბილისური ვოიაჟი ამით არ დასრულებულა.

როკ-ბენდის სოლისტმა იან გილანმა ტრადიციას, ყველა ქვეყანაში ექორწინა საყვარელ მეუღლეზე, არც საქართველოში უღალატა. თეთრ ჩოხაში გამოწყობილმა გილანმა და ქართულ ნაციონალურ კაბაში შემოსილმა მისმა მეუღლე ბრონმა თბილისის ქორწინების სახლში ხელი მოაწერეს, თბილისის ქუჩებში ფაეტონით ისეირნეს და საქორწინო წვეულება ქართველი მასპინძლების დახმარებით მცხეთაში გადაიხადეს.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია