ჩინელი ქათამი "მონსტრ" კვერცხებს დებს
ჩინეთის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე კვირაა, უცნაური ფაქტი ხდება: ერთ-ერთი გლეხის ქათამი "მონსტრ" კვერცხებს დებს. ანომალიური კვერცხები ჩვეულებრივზე სამჯერ დიდია. ერთ-ერთ ასეთ კვერცხში გატეხვის შემდეგ ორი გული და კიდევ ერთი კვერცხი აღმოჩნდა. "ჯადოსნურმა" ქათამმა, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ, სულ ოთხი ასეთი კვერცხი დადო. ქათმის პატრონის თქმით, პირველი "მონსტრი" კვერცხი ქათამმა 3 კვირის წინ დადო. მისივე თქმით, კვერცხის დადებისას ქათამი ისე იკრუნჩხებოდა, რომ ეგონა, კვდებოდა.
იხილეთ: ორმაგი კვერცხით გაოცებული ბრიტანელი მამაკაცი
იხილეთ: ორმაგი კვერცხით გაოცებული ბრიტანელი მამაკაცი