"პალიტრის" დირექტორი არის ქაჯური რეაქციების მატარებელი" - დავით აქუბარდია
13 მარტს, გადაცემა "სპექტრის" ეთერში წამყვანმა დავით აქუბარდიამ გია მაისაშვილთან საუბრისას "პალიტრა მედიის" ჟურნალისტები იმის გამო გაკიცხა, რომ შენობაში სიგარეტის მოწევის აკრძალვას არ აპროტესტებენ. "არ შეიძლება ასეთი სისულელეების კეთება, მე-19 საუკუნეა, გია? ჩვენ კიდევ, ვითომ, ევროპა ვართ. თავისუფლება სწორედ ისაა, მინდა მოვწევ, მინდა არ მოვწევ. მინდა შევუთვალო "პალიტრის" ჟურნალისტებს: თქვენი დირექტორი არის ქაჯური რეაქციების მატარებელი და ეს გააცნობიერეთ," - აღნიშნა გადაცემის წამყვანმა.
ტელეკომპანია "კავკასიის" დამფუძნებელმა აღშფოთება და უკმაყოფილება "პალიტრა მედიის" მისამართით პირველად რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემაში "Apple & თურაშაული", 18 თებერვალს გამოთქვა. გია მაისაშვილის საავტორო გადაცემაში სტუმრად მყოფი აქუბარდიას გაბრაზება მაშინ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მას შენობის დერეფანში სიგარეტის მოწევის უფლება არ მისცეს.
იხილეთ: გადაფურთხება ტვ "კავკასიის" სტუდიაში