loader

ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სატელეფონო კოდები იცვლება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სატელეფონო კოდები იცვლება

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტების მიერ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის განხორციელების წესი უცვლელი რჩება. 2 აპრილიდან შეიცვლება მხოლოდ საქართველოს ქალაქების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების კოდები.

თბილისში დასარეკად აბონენტმა უნდა აკრიფოს პრეფიქსი 8, ოპერატორის არჩევის კოდი (07, 10, 11, 18 და აშ.) ან მხოლოდ პრეფიქსი 8 და შემდეგ თბილისის კოდი – 32 და აბონენტის ექვსნიშნა ნომერი, ბათუმში დასარეკად  8-იანის შემდეგ უნდა აიკრიფოს ქალაქის ახალი კოდი 422 და ბათუმის აბონენტის ხუთნიშნა ნომერი.
ახალი კოდების გამოყენება 2 აპრილიდან დაიწყება, თუმცა 25 აპრილამდე შესაძლებელი იქნება ძველი და ახალი კოდებით სარგებლობა.

ნუმერაციის ეროვნული გეგმის პროექტის ფარგლებში, თბილისის ახალი კოდი არსებული 22-ის ნაცვლად 32 იქნება, ბათუმის კოდი – 88222, 422-ით იცვლება, ქუთაისის კოდი – 231, 431-ით, რუსთავის კოდი – 24, 341-ით.

ნუმერაციის ეროვნული გეგმით, სოხუმის ახალი კოდი 442 იქნება, ხოლო ცხინვალის - 344.

ზესტაფონის ახალი კოდი იქნება 492, გორის – 370, ზუგდიდის - 415, თელავის – 350, ჩოხატაურის - 419, კასპის – 371, ლანჩხუთის – 494, ლაგოდეხის – 354, მესტიის – 410, მცხეთის – 373, ოზურგეთის - 496, სამტრედიის – 411, საჩხერის – 435, სენაკის – 413, სიღნაღის – 355 და სხვა.