შმაგი და გოჩა აფრასიძეები გაათავისუფლეს
შმაგი და გოჩა აფრასიძეებმა რუსთავის #16-ე სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს. საპყრობილესთან მათ ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მათ გათავისუფლებას რამდენიმე ათეული ადამიანი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ელოდა.
აფრასიძეებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მხოლოდ მცირე განცხადებით შემოიფარგლა შმაგი აფრასიძე და კითხვაზე, აპირებენ თუ არა ძმები მათი საქმის ხელახალ გამოძიებას და სამართლებრივ დავას, აღნიშნა, რომ აპირებს "აღადგინოს სამართლიანობა".