ჟურნალისტ დავით პაიჭაძის და კიდევ 11 აგარაკის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს
ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი: ხვიჩა ბ, დავით შ, როინ ბ. და გიორგი ჯ. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ამლევში 12 აგარაკის გაქურდვისათვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა ორი მათგანი ერთ-ერთი აგარაკის გაქურდვის დროს, შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ხოლო ორი - ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად.
ნაქურდალი საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი ამოღებულია და პატრონებს დაუბრუნეს. ამასთან, შსს-მ დავით პაიჭაძის კომენტარიც გაავრცელა. "ყველაზე მსხვილი, რაც წაღებული იყო, ეს არის მაცივარი. 4 კვირის თავზე ჩემი ოქრო ჩემთანაა. დამიბრუნდა მაცივარი", - აცხადებს პაიჭაძე.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.