ზაზა ბურჭულაძე: "პრეზიდენტის განცხადება სრული მოულოდნელობა იყო"
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, ზაზა ბურჭულაძისთვის მოულოდნელი იყო.
როგორც "პალიტრა TV "-ს ბურჭულაძემ უთხრა, ფრაზა "ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი" ქუთაისში ხუმრობით თქვა და იმედი ჰქონდა, რომ საზოგადოება ამას ხუმრობადვე აღიქვამდა.
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ მის გამოსვლას ქვეყნის პირველმა პირმა კომენტარი გაუკეთა, ბურჭულაძემ უპასუხა:
"ამ შემთხვევაში მე კომპეტენტური ვერ ვიქნები იმიტომ, რომ მე ჩემს საქციელზე პასუხს ვაგებ, სხვისაზე კი უბრალოდ ვერ ვიტყვი".
ზაზა ბურჭულაძემ 21 მარტს ქუთაისის ოპერის თეატრის სცენიდან სიტყვით გამოსვლის შემდეგ აუდიტორიას მიმართა შემდეგი სიტყვებით: "ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი", პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ ლიტერატურული წრეების ზოგიერთი წარმომადგენელი საკუთარი თავის ტკბობით არის დაკავებული და საზოგადოებას "რომელიღაც ძველი ეპოქის სტერეოტიპებით ელაპარაკება.