ირაკლი ოქრუაშვილის სახით, კიდევ ერთი ფაშისტი გაექცათ ხელიდან - სოსო რობაქიძე
ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. როგორც რობაქიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოქრუაშვილი მკვლელობის ღამეს, როდესაც მტკიცებულებების გაყალბება და იარაღების ჩადება ხდებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და მან პასუხი უნდა აგოს.
ამასთან, მისივე თქმით, მოსამართლე ნინო შარაძეს, რომელმაც ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები გაასამართლა, ოქრუაშვილი და ადეიშვილი გაუსწორდნენ.
ბუტა რობაქიძის მამა ასევე აცხადებს, რომ პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა მის შვილს დამიზნებით ესროლა, რათა სხვა ახალგაზრდები შეეშინებინა.
"ბაშალეიშვილი სუსტია აღნაგობით და ის ვერ შეძლებდა ვინმეს დამორჩილებას. ესროლა ბუტას, რომ სხვები დაემორჩილებინათ და შეეშინებინათ", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
მისი თქმით, ბრძანება იყო გაცემული, რომ ერთი ახალგაზრდა მოეკლათ.