loader

გიორგი არველაძე მის დაკითხვას თავისუფალ მედიაზე ზეწოლად აფასებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი არველაძე მის დაკითხვას თავისუფალ მედიაზე ზეწოლად აფასებს

ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე მის დაკითხვას თავისუფალ მედიაზე ზეწოლად აფასებს, - ამის შესახებ არველაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ 17 თებერვალს ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით დაკითხა. კერძოდ, კითხვები იყო "იმედთან" დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ გადაეცა პატარკაციშვილების ოჯახს "იმედის" მმართველობა.

არველაძე დაკითხვას მის ამჟამინდელ საქმიანობას უკავშირებს. "მე ვარ ინტერნეტ-პოლიტიკური პორტალის, "პოლიტიკო.გე"-ს მთავარი რედაქტორი. ამ პორტალზე შაბათს დაიდო ჟურნალისტური გამოძიება ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, სადაც გამოიკვეთა ბევრი ახალი გარემოება. სწორედ ამ მასალის დადების შემდეგ, რამდენიმე საათში მომივიდა შეტყობინება ფინანსური პოლიციიდან, სადაც ეწერა, რომ დაბარებული ვიყავი დაკითხვაზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩემი დაბარება მთელი ამ დროის განმავლობაში მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავდეთ ჟურნალისტური გამოძიება და მიმაჩნია, რომ ჩემი დაკითხვა სწორედ თავისუფალ მედიაზე ზეწოლაა", - განაცხადა გიორგი არველაძემ.