loader

პენსილვანიაში "ზაზუნას დღეს" აღნიშნავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პენსილვანიაში "ზაზუნას დღეს" აღნიშნავენ

პენსილვანიაში ზაზუნას დღეს აღნიშნავენ. ღონისძიება, რომლის დროსაც ზაზუნა, სახელად ფილი, თავის მისტიკურ ძალებს იყენებს, რათა ამინდი იწანასწარმეტყველოს, ყოველი წლის 2 თებერვალს ტარდება. ტრადიცია პოპულარული განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც ის ცნობილ კომედიურ ფილმ "ზაზუნას დღეში" აღწერეს. გავრცელებული მოსაზრებით, თუ ზაზუნა თავის ჩრდილს ხედავს, ეს ნიშნავს, რომ ზამთარი კიდევ 6 კვირა გაგრძელდება. შეკრებილი ხალხის სასიხარულოდ, ზაზუნამ თავისი ჩრდილი ვერ დაინახა და შესაბამისად, გაზაფხული პენსილვანიას ადრე ეწვევა.