loader

ტაივანში "ბარბი-კაფე" გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაივანში "ბარბი-კაფე" გაიხსნა

ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში "ბარბი-კაფე" გაიხსნა. დაწესებულებაში ჭურჭელი და საკვები "ბარბის" სტილშია გაფორმებული, ხოლო მომსახურე პერსონალი ცნობილი თოჯინების ტანისამოსშია გამოწყობილი. ამ გლამურულ კაფეში სკამები "ბარბის" კაბების მიხედვით არის დეკორირებული. კაფეს სტუმრებს, დესერტის სახით, ფერად-ფერადი ნამცხვრების დაგემოვნება შეუძლიათ, რომლებიც სათამაშო საჭმელს ჰგავს. საფირმო კერძია ტორტი, რომელზეც "ბარბი" საკონდიტრო კრემით დამზადებულ კაბაშია გამოწყობილი.