loader

იაპონელი ბავშვებისთვის "ფოკუსიმა-1"-ზე მულტფილმი გადაიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაპონელი ბავშვებისთვის "ფოკუსიმა-1"-ზე მულტფილმი გადაიღეს

იაპონელებმა ატომურ ელექტროსადგურ "ფოკუსიმა-1"-ზე მომხდარი ავარიის შესახებ იაპონელი ბავშვებისთვის მულტფილმი გადაიღეს.

მულტმფილში პატარებისთვის გასაგები ენით ახსნილია, თუ რა მოხდა ელექტროსადგურზე. გაზეთ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მიმომხილველმა ამ მულტფილმის გამოჩენა იმით ახსნა, რომ ადამიანებმა მწუხარებასთან გამკლავების საუკეთესო გზა იპოვეს - ყველაფერი ტრადიციული დამახასითებელი იაპონური იუმორით გადმოსცეს.

მულტფილმი იაპონურ ენაზეა და მას ინგლისური ტიტრები ახლავს. ატომური ენერგეტიკა ვინმე "ბირთვული ბიჭუნას" სახით არის წარმოდგენილი, რომელსაც საჭმლის მონელების პრობლემა აქვს. "ფოკუსიმა-1"-ზე მომხდარი ავარია მეტეორიზმის შეტევაა, რომლის შეკავებასაც "ბიჭუნა" უშედეგოდ ცდილობს. ექიმები მას წამლებს აძლევენ და არწმუნებენ, რომ ყველაზე საშინელი - დიარეა - ჯერ არ დამართნია. რაც შეეხება ცუდ სუნს, გარკვეულ მანძილზე ის აღარც კი იგრძნობა.

ექიმები იმ სპეციალისტებს განასახიერებენ, რომლებიც ბირთვული რეაქტორების გაგრილებას ცდილობენ, წამლები კი - ზღვის წყალსა და ბორის მჟავას, რომელსაც გავარვარებულ რეაქტორებს ასხამენ.

დასასრულს მაყურებლებს "ფოკუსიმას" პრეფექტურის მოსახლეობისთვის ლოცვას სთავაზობენ და იმედს გამოთქვამენ, რომ იაპონია ამ განსაცდელს გაუმკლავდება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე