"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" სათამაშო ბიზნესის რეკლამირება გააპროტესტეს
არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" აქტივისტები სათამაშო ბიზნესის რეკლამირება-პოპულარიზაციას აპროტესტებენ.
ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელმა ზვიად ტომარაძემ განაცხადა, მედიით, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პოპულარიზაცია უკეთდება სათამაშო ბიზნესს, რაც დაუშვებელია და ნეგატიურად აისახება ახალგაზრდებზე.
ზვიად ტომარაძის განცხადებით, "ეროვნულ-რელიგიურმა ინსტიტუტმა" შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც უკვე გადაეცა პარლამენტარ კობა დავითაშვილს.
ტომარაძის თქმით, კობა დავითაშვილი მას დაპირდა, რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი.