loader

ლევან კალაძის მკვლელობაში მსჯავრდებული კახი კალაძეს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლევან კალაძის მკვლელობაში მსჯავრდებული კახი კალაძეს მიმართავს

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის, ლევან კალაძის მკვლელობაში მსჯავრდებული ლევან ცინცაძის განცხადება საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიტანა.

ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვს. მისივე თქმით, ლევან ცინცაძე უკვე მეოთხე დღეა, შიმშილობს.

"მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ყველა ადამიანს, რომელიც მიიჩნევს თავს უკანონოდ მსჯავრდებულად, განცხადება შეეტანა პროკურატურაში, შევიტანეთ დაახლოებით 60-გვერდიანი საჩივარი, თუმცა დღემდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. როგორც პროკურატურაში განგვიცხადეს, ამ საქმის ხელახალი გამოძიების დაწყებისთვის ამ ეტაპზე არ არსებობს მექანიზმი", - განაცხადა ირმა ჭკადუამ. მისივე თქმით, ლევან ცინცაძე ამ საქმეში უდანაშაულოა.

ჭკადუამ დღესვე, ცინცაძის განცხადებასთან ერთად, პროკურატურას გადასცა ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ფილმი. როგორც ჭკადუა აცხადებს, ამ ფილმში საქმესთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალებია გახმაურებული.


იხილეთ:

რატომ შეიგინა კახა კალაძემ კარალეთში - "შენი ძმა ფულის გამო დაკარგე"