loader

მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო პატრიარქსა და ილია მეორეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო პატრიარქსა და ილია მეორეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა

საქართველოში სტუმრად მყოფი კონსტანტინეპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოსი, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სერბეთის პატრიარქი და ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე კირილი.

მიხეილ სააკაშვილმა ბართლომეოს პირველს მადლობა გადაუხადა პატრიარქის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ასევე, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამ ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.

შეხვედრის შემდეგ კონსტანტინეპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა ქვეყნის პირველ პირს სიმბოლური საჩუქარი გადასცა, რის შემდეგ პრეზიდენტის სახელით, მსოფლიო პატრიარქის საპატივცემულოდ საზეიმო ვახშამი გაიმართა. უწმინდესმა ვახშამზე ღვთისმშობლის სახელით ქვეყანა, ერი, პრეზიდენტი და დამსწრე სტუმრები დალოცა.

იხილეთ: "მინდა დავლოცო სოფიკო, რომ მომცა ძალა, დამეწერა "ავე მარია" - პატრიარქმა სოფო ნიჟარაძე შეაქო