უკრაინული X Factor-ის ჟიურის წევრებმა კონკურსანტთან ერთად იცეკვეს
5 იანვარს გამართული უკრაინული X Factor-ის ფინალში კონკურსანტებთან ერთად ჟიურის წევრებმაც იხალისეს. ერთ-ერთი მონაწილის - დიმიტრი სისოევის გამოსვლისას, რომელმაც Maroon 5-ის ცნობილი სიმღერა Moves Like Jagger შეასრულა, მისმა ხელმძღვანელმა სეროგამ ცეკვა დაიწყო და ჟიურის წევრები: იგორ კონდრატიუკი, სერგეი სასედოვი და ირინა დუბცოვაც აიყოლია.