loader

ლენინის მავზოლეუმი უზარმაზარ კარავში ჩასვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლენინის მავზოლეუმი უზარმაზარ კარავში ჩასვეს

მოსკოვში, წითელ მოედანზე, ლენინის მავზოლეუმის დასაფარად, უზარმაზარი თეთრი კარავი გაშალეს. მავზოლეუმში ამჟამად რემონტი მიმდინარეობს და ოთხი თვის განმავლობაში დამთვალიერებლებს მისი ხილვის საშუალება არ მიეცემათ. რუსული მედიის ინფორმაციით, რევოლუციონერი კომუნისტი ლიდერის სხეულს შენობიდან რემონტის დროსაც კი არ გამოიტანენ.

მოსკოვის ერთ-ერთი მკვიდრის აზრით, მისი სხეულის სხვაგან გადასაფლავების დრო მოვიდა: "ჩემი აზრით, მისგან ტურისტების სატყუარა შექმნეს. მოსკოვში ტურისტების გასართობად ბევრი სხვა ადგილიცაა".

თუმცა ბევრი მისი თანამოქალაქის აზრით, ლენინი, სადაც არის, იქ უნდა დარჩეს: "ის თავისი დროის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. როგორც ამბობენ, წარსულის გარეშე აწმყო არ არსებობს, აწმყოს გარეშე კი არც მომავალი. დარჩეს სადაც არის. მაჭამეთო, ხომ არ ითხოვს?"

ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რუსების 69%-ს მიაჩნია, რომ მოვიდა დრო, ლენინი სათანადოდ იქნეს დასაფლავებული.