loader

ყველა თბილისურ ოჯახზე 100-ლარიანი ე.წ. კომუნალური ვაუჩერი დარიგდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველა თბილისურ ოჯახზე 100-ლარიანი ე.წ. კომუნალური ვაუჩერი დარიგდება

მომავალ წელს თბილისში მცხოვრები თითოეული ოჯახი კომუნალური გადასახადის 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებს. ეს დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტითაა გათვალისწინებული, რომლის პროექტსაც თბილისის მერიაში განიხილავენ.

ამასთან, როგორც ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის, რომლის სარეიტინგო ქულაც 70 ათასს შეადგენს, 250-ლარიანი ვაუჩერიც განისაზღვრება.

"ბიუჯეტი ითვალისწინებს ე.წ. კომუნალურ ვაუჩერს ყველა თბილისურ ოჯახზე 100 ლარის ოდენობით, ხოლო ვისაც სარეიტინგო ქულა 70 ათასი აქვს, მიიღებს 250-ლარიან ვაუჩერს" - განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის მერია ბიუჯეტის 2013 წლის პროექტს საკრებულოს წევრებთან ერთად განიხილავს. არსებული ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობას მომავალ წელს 50 მილიონით შემცირებული ბიუჯეტი ექნება და ის 640 მილიონი ლარით განისაზღვრება.