loader

თბილისის XIII საერთაშორისო კინოფესტივალი 3-დან 9 დეკემბრამდე გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის XIII საერთაშორისო კინოფესტივალი 3-დან 9 დეკემბრამდე გაიმართება

თბილისის XIII საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი და უცხოელი კინემატოგრაფისტების 130 ფილმი იქნება ნაჩვენები. კინოფესტივალის ორგანიზატორებმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტებს ინფორმაცია იმ რეჟისორებისა და ფილმების შესახებ მიაწოდეს, რომელთა ნამუშევრებს ფესტივალზე წარმოადგენენ.

3 დეკემბერს ფესტივალის საზეიმო გახსნა კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება. ფესტივალს გახსნის უნგრელი რეჟისორისა და ფესტივალის საპატიო სტუმრის, იშტვან საბოს ახალი ფილმი "ქარი" (მთავარ როლში - ოსკაროსანი ჰელენ მირენი), ხოლო კინოფესტივალის საზეიმო დახურვა 8 დეკემბერს, კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება დიტო ცინცაძის ფილმით "შემოჭრა" (მთავარ როლებში ბურგჰარტ კლაუნსერი და მერაბ ნინიძე).

ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან მთავარი საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და გაიცემა ორი პრიზი – "ოქროს პრომეთე" საუკეთესო ფილმისთვის - და "ვერცხლის პრომეთე" - საუკეთესო რეჟისურისთვის. ასევე, გამოვლინდება მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გამარჯვებული, რომელსაც ფარაჯანოვის სახელობის პრიზი გადაეცემა. თბილისის XIII საერთაშორისო კინოფესტივალი 3-დან 9 დეკემბრამდე გაიმართება.