loader

შსს სოსო ჩიქობავას მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღიარებით ჩვენებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს სოსო ჩიქობავას მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღიარებით ჩვენებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესიასთან 25 ნოემბერს მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა.

სოსო ჩიქობავას მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1955 წელს დაბადებული ნიკოლოზ ხუბაშვილი აცხადებს, რომ გუშინ ვერცხლის ქუჩიდან მოდიოდა. თან ჰქონდა "მაკაროვის" სისტემის იარაღი.

როგორც ეჭვმიტანილი აცხადებს, გზად მან ეკლესიაში შეიარა სანთლების დასანთებად, რა დროსაც შეამჩნია სოსო ჩიქობავას მანქანა.

ნიკოლოზ ხუბაშვილის თქმით, მას ბინასთან დაკავშირებით დავა ჰქონდა სოსო ჩიქობავასთან და ამ საკითხზე გამოელაპარაკა. "მან დამიწყო გინება. მეც ვერ მოვითმინე და ვესროლე", - აღნიშნა ხუბაშვილმა აღიარებით ჩვენებაში.

სოსო ჩიქობავა 25 ნოემბერს საღამოს, ნინოშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესიის უკან საკუთარ ავტომანქანასთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, ჩიქობავას ექვსი ტყვია აქვს მოხვედრილი. გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.