loader

აჩი ფურცელაძის არაჩვეულებრივი "ბლუზი" და საგზური Voice-ის მომდევნო ტურში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჩი ფურცელაძის არაჩვეულებრივი "ბლუზი" და საგზური Voice-ის მომდევნო ტურში

16 ნოემბერს რუსულ Voice-ში მონაწილეების შერკინებების პირველი ეტაპი გაიმართა. მომღერალმა პელაგეამ თავისი გუნდის წევრები აჩი ფურცელაძე და აქსანა პეტროვა შეაჯიბრა ერთმანეთს. მათ დუეტში სიმღერა "Мой друг играет блюз" შეასრულეს. დუეტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ორვე მათგანმა არაჩვეულებრივად გაართვა თავი დავალებას, თუმცა პელაგეამ არჩევანი აჩი ფურცელაძეზე შეაჩერა.

აჩიმ საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა პროექტის დანარჩენი მწვრთნელებისგანაც. დიმა ბილანმა და ლეონიდ აგუტინმა ქების სიტყვები არ დაიშურეს და მას დაუჭირეს მხარი. "აჩი ნამდვილად ჩემი ადამიანია. ძალიან, ძალიან მინდოდა ის ჩემს გუნდში ყოფილიყო, მაგრამ პელაგეამ წამართვა. რა თქმა უნდა მე მას ვუჭერ მხარს" - აღნიშნა აგუტინმა.

იხილეთ: აჩი ფურცელაძემ რუსული Voice-ს ჟიური სიმღერაში აიყოლია