გორდონთან საუბრის ძირითადი ნაწილი საქართველოში არსებულ ვითარებას დაეთმო - დავით ბაქრაძე
ფილიპ გორდონთან შეხვედრის ძირითადი ნაწილი საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას დაეთმო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისივე განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუმცა საუბრის ძირითადი თემა ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება იყო.
"ამერიკის შეერთებული შტატების გულწრფელი სურვილია, საქართველოში მიმდინარე პროცესები გაგრძელდეს დემოკრატიულად და სამართლიანად. მე მოხარული ვარ, რომ ფილიპ გორდონი ხვდება უშიშროების საბჭოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ახალი მთავრობის წარმომადგენლებს, რათა კიდევ ერთხელ ყველასთან შეხვედრის შედეგად ჩამოაყალიბოს პოზიცია, რომ საქართველოს მომავალი არის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებაში", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.