loader

ქაშაყი მარინადში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქაშაყი მარინადში

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ქაშაყი (სილოტკა) - 2 ცალი; სტაფილო - 1 ცალი; ჯანჯაფილის ფესვი (კოჭა) - 5 გრამი; დაფნის ფოთოლი - 3 ცალი; მიხაკის მარცვალი - 1 ჩაის კოვზი; მდოგვის მარცვალი 2 ჩაის კოვზი; ძმარი - 250 მლ; მარილი 0,5 ჩაის კოვზი.

დამარილებული ქაშაყი გარეცხეთ და გაამშრალეთ. დადეთ საჭრელ დაფაზე და სამზარეულოს მაკრატლით ან დანით მოაჭერით თავი და კუდი. შემდეგ გაჭერით, შიგნეულობისგან გაათავისუფლეთ და გააძრეთ კანი.

მოამზადეთ მარინადი. ქვაბში ჩაასხით 1 ჭიქა ძმარი, დაამატეთ 150 გრამი შაქარი და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. დაადგით ცეცხლზე და აადუღეთ. გამორთეთ, დაამატეთ 3 დაფნის ფოთოლი, 1 ჩაის კოვზი მიხაკის მარცვალი, 2 ჩაის კოვზი მდოგვის მარცვალი და 5 გრამი ჯანჯაფილის ფესვი. გააგრილეთ მარინადი ოთახის ტემპერატურამდე.

რგოლებად დაჭერით ორი ხახვი და მრგვალად დაჭერით სტაფილო. შუშის ქილაში ჩააწყვეთ დაჭრილი ხახვი, სტაფილო და დაჭრილი ქაშაყი, დაასხით გაგრილებული მარინადი და 2 დღით შეინახეთ მაცივარში, რათა თევზი კარგად გაიჟღინთოს მარინადში.

კერძი შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშულ კარტოფილთან, შავ პურთან და კარაქთან ერთად.