loader

დადგა დრო, ილია ჭავჭავაძის ნაოცნებარი ავახდინოთ - ბიძინა ივანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დადგა დრო, ილია ჭავჭავაძის ნაოცნებარი ავახდინოთ - ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგურამოში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 175 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო, სადაც ხელოვნებასა და კულტურაში შეტანილი წვლილისთვის რამდენიმე პიროვნებას ილია ჭავჭავაძის პრემიაც მიენიჭა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ილია ჭავჭავაძე ერის მამად იწოდებოდა და მისი ნაოცნებარი დღეს ქართველმა ხალხმა უნდა აასრულოს.

"მისი მკვლელობიდან 105 წელი შესრულდა და თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის წარსულს, რაც ქვეყანაში ცუდი ხდებოდა, სწორედ ამის გამოც ვიხდიდით სასჯელს. მან მთელი თავისი ცხოვრება შეალია ერის და ქვეყნის კეთილდღეობაზე ფიქრს და ზრუნვას. ის ზრუნავდა საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, სახელმწიფოებრიობის გამტკიცებასა და სამართლიანობაზე", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ილიაობა საგურამოში უკვე მეათე წელია, აღინიშნება.