ქსნის #19 დაწესებულებაში 610 პატიმარი შიმშილობს
სასჯელაღსრულების ქსნის #19 ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულებაში 610 პატიმარი შიმშილობს. ამის შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრებილ ჟურნალისტებს ტელეფონის მეშვეობით ერთ-ერთმა პატიმარმა აცნობა.
მისი ინფორმაციით, მოშიმშილეებს შორის 21 უმძიმესი დაავადებების მქონე პატიმარია. ასევე, მათ შორის არის 20 შიდსით დაავადებული. ქსნის #19 დაწესებულების პატიმრის ინფორმაციით, მთავარი მოთხოვნაა დაწესებულების მთავარი ექიმის, ოთარ ტრაპაიძისა და ძველი ადმინისტრაციის 3 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება.