სოზარ სუბარმა არასრულწლოვანთა კოლონია დაათვალიერა
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ხასიამ და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ავჭალის #11 არასრულწლოვანთა კოლონიის ტერიტორია დაათვალიერეს.
კოლონიაში ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ იქ კვლავ გადაიყვანენ არასრულწლოვან პატიმრებს.
სოზარ სუბარი #11 დაწესებულების ტერიტორიაზე მშენებლებსაც გაესაუბრა და მათგან მიიღო ინფორმაცია, რომ სარემონტო სამუშაოები წინა ხელისუფლებამ ერთი თვით შეაჩერა.
როგორც მშენებლებმა სოზარ სუბარს განუცხადეს, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს წინა ხელმძღვანელობა ეჭვობდა, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა და სამშენებლო პროცესებს უკვე ახალი ხელმძღვანელობა გააგრძელებდა.
სუბარის განცხადებით, არასრულწლოვანი პატიმრებისთვის უკეთესი პირობები უნდა შეიქმნას. ამისთვის #11 კოლონიას დამატებითი ტერიტორიები შეუერთდება, სადაც აშენდება სასწავლო დაწესებულება, ასევე, გასართობი და სპორტული მოედნები.