ქართულად გაზრდილი ბოშა ქალი და წლების მანძილზე შენარჩუნებული ბოშური ყოფა
ლილიანა დარციმელიას პირობითი სახელი და გვარი აქვს. საკუთარი თავის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ ბოშაა. მოხდენილი ქალბატონი თბილისში ცხოვრობს. ტრადიციულ ქართულ ოჯახში აღიზარდა, უმაღლესი განათლება მიიღო და ბედიც ღირსეულ ადამიანს დაუკავშირა.
მიუხედავად იმისა, რომ ის ქართული სულისკვეთებით აღიზარდა და ფუფუნებაც არ მოჰკლებია, გენეტიკა თავისას შვრება - მისთვის საინტერესო მაინც ბოშური ყოფაა. მისი საქართველოში მოხვედრის ისტორია სევდიანია. მეორე მსოფლიო ომის დროს მომთაბარე ბოშათა ბანაკის წევრები დახვრიტეს. მათ შორის ლილიანას მშობლებიც. გოგონა სიკვდილს გადაურჩა და რუსეთიდან თბილისის ბავშვთა სახლში გაანაწილეს.
ბავშვობის წლებმა უზრუნველად ჩაიარა, თუმცა გამზრდელი მამის ნათესავებმა ის მაინც არ მიიღეს. დაქორწინებამდე, მის მომავალ მეუღლესაც ურჩევდნენ ბოშა ცოლად არ შეერთო.
მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა დამოუკიდებლად ისწავლა. ბოშური ცეკვა და სიმღერა მისთვის ყველაფერია. რომანსები და ცეკვები ყოველდღიურობა.
"პალიტრა ტვ" ქალბატონ ლილიანას სიურპრიზი მოუწყო. მას მარიონეტების თეატრთან მისვლა ვთხოვეთ. დათქმულ დროს გადამღებ ჯგუფთან და ბოშა ქალთან ქორეოგრაფიული ანსამბლი გამოჩნდა და ბოშური ცეკვის ცეცხლი დაანთო. გამვლელების აღტაცებული სახეები და ლილიანა დარციმელიას სიხარულის ცრემლებით სავსე თვალები თბილისის იმ უბანს, ალბათ დიდხანს არ დაავიწყდება.
იხილეთ: ბოშათა ბარონის ქართველი ცოლი და ხმაურიანი ბოშების მძიმე ცხოვრება