loader

დასუფთავების ტარიფი ნოემბრიდან მარტის ჩათვლით განახევრდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დასუფთავების ტარიფი ნოემბრიდან მარტის ჩათვლით განახევრდება

თბილისში დასუფთავების ტარიფი სეზონურად, 5 თვით შეიცვლება. განახევრებული ტარიფი თბილისში ნოემბრიდან მარტის ჩათვლით იმოქმედებს; მაშინ, როდესაც დენის მოხმარება განსაკუთრებით მაღალია, ნაგვის გადასახადი 1 კვტ საათზე 5-ის ნაცვლად, 2,5 თეთრი იქნება.

ამასთან, საკრებულოს დეპუტატები მიიჩნევენ, რომ საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა დასუფთავების ტარიფის უფრო სრულყოფილი ვარიანტი შემუშავდეს. დეპუტატმა კახა კუკავამ კი განაცხადა, რომ საჭიროა, საკრებულო დაელოდოს ფინანსთა მინისტრის დანიშვნას, რადგან ნოდარ ხადურს აქვს ინიციატივა, რომ მოხდეს დასუფთავების ტარიფისა და ელექტროენერგიის ტარიფის გამიჯვნა.

მიღებულ გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრები ხვალ, 26 ოქტომბერს, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.