loader

ხმაური თეთრიწყაროს სასამართლოსთან ბეჟუაშვილის სარჩელის დაკმაყოფილების გამო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური თეთრიწყაროს სასამართლოსთან ბეჟუაშვილის სარჩელის დაკმაყოფილების გამო

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით ბეჟუაშვილის სარჩელი. ბეჟუაშვილი ქოსალარის #23-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით თეთრიწყაროს #26-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა.

ოფიციალური ინფორმაციით, მოსამართლემ გადაწყვეტილება ადვოკატების დაუსწრებლად გამოაცხადა, რადგან არც ერთი მხარის ადვოკატი პროცესზე არ გამოცხადდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა თეთრიწყაროს სასამართლოს წინ შეკრებილი "ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან.