უტა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი "ქართული ოცნების" სიმბოლიკიანი მაისურით დააფიქსირა
"ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა უტამ საკუთარი არჩევანი საფრანგეთში დააფიქსირა.
ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი საფრანგეთში 31-ე საარჩევნო უბანზე მივიდა ხმის მისაცემად.
"სიტუაცია საქართველოში იყო ძალიან მძიმე და დღეს ეს სიტუაცია უნდა გადატყდეს. ამიტომ აუცილებელია, ყველა მივიდეს საარჩევნო ყუთთან და საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს" - აღნიშნა უტა ივანიშვილმა. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" სიმბოლიკიანი მაისურით მივიდა.