საქართველოს ისტორიაში პირველად, ხელისუფლება შეიცვლება არჩევნების გზით - ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს მიეცა საშუალება, გააკეთოს დემოკრატიული არჩევანი, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში, კოჯრის ქუჩაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე გააკეთა, სადაც მისმა მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ არჩევნებში ხმა მისცა.
"საქართველოში ახალი დრო დგება. ქართველი ხალხის სიბრძნით, სამართლიანი არჩევნებით ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლას შევძლებთ; მოვახერხებთ, დავიბრუნოთ თავისუფალი საქართველო", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. თავად ეკატერინე ხვედელიძეს კომენტარი არ გაუკეთებია.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში ხმას არ აძლევს. მას ამ დროისთვის საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც მას არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს, არ სარგებლობს.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა დღეს მოკლე კომენტარი გააკეთა გურჯაანში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზეც.
როგორც მან აღნიშნა, კოალიციიდან გურჯაანში მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. "ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი. დაღუპული ბავშვის მამას ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევენ", - აღნიშნა ივანიშვილმა.