ვინც დღეს მოთქვამს ადამიანის უფლებებზე, შეკრული იყო კრიმინალთან, წამალზე დასვა მთელი თაობა! - მიხეილ სააკაშვილი
"მე მესმის, რომ საქართველოში შემოსულია რუსული ფული", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, გურჯაანში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მან ისიც იცის, რომ იდეალურად არ არის ყველაფერი და ადვილია წუნის ნახვა.
მისი თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ლაპარაკობს ქვეყნის, ახალი ქალაქების, მათ შორის, ლაზიკას მშენებლობაზე, ამ ფონზე ხდება ის, რომ დანარჩენები დადიან და ეძებენ ცუდ ფაქტებს.
"მაგათ ჩვენი ხალხი სულელი ხომ არ ჰგონიათ?! სად გვყავს ჩვენ მათი გასასულელებელი ხალხი. ის ხალხი, ვინც დღეს გამოდის და მოთქვამს ადამიანის უფლებებზე, შეკრული იყო კრიმინალთან, წამალზე დასვა მთელი თაობა, ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს და ახლა უნდათ უკან დაბრუნდნენ?!"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.