loader

რობერტო კარლოსმა ვლადიკავკაზში ფაფახი მოირგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რობერტო კარლოსმა ვლადიკავკაზში ფაფახი მოირგო

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა, რომელიც ამჟამად მახაჩყალის საფეხბურთო კლუბის, "ანჟის" დირექტორია, ვლადიკავკაზში მასტერკლასი ჩაატარა.

რობერტო კარლოსმა საფეხბურთო სტადიონზე ორი 15-წუთიანი ტაიმი ბავშვებთან ერთად ითამაშა. ბოლოს კი თავზე ოსური ფაფახი დაიხურა, რის შემდეგაც ვლადიკავკაზის მერმა ლეგენდარული ფეხბურთელი ქალაქის მედლით დააჯილდოვა. უამრავი თაყვანისმცემლის გამო, რომლებმაც ვარსკვლავი ალყაში მოაქციეს, ფეხბურთელი  სტადიონიდან  მილიციის  თანამშრომლებმა გაიყვანეს.