loader

პატიმარი კიკნაძე რუსთავის #6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში შველას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატიმარი კიკნაძე რუსთავის #6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში შველას ითხოვს

რუსთავის #6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მყოფ პატიმარ გოდერძი (კახა) კიკნაძის სანახავად მისულმა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პატიმარმა კიკნაძემ მათთან შეხვედრა არ ისურვა. მათივე თქმით, ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, პატიმრის დედა მერი კიკნაძე განმეორებით მოინახულებდა საკუთარ შვილს.

როგორც ციხის ადმინისტრაციიდან გამოსულმა მერი კიკნაძემ "პალიტრა ტვ"-ს განუცხადა, მას ადმინისტრაციაში სასტიკი უარი განუცხადეს შვილის განმეორებით ნახვაზე.

მოგვიანებით პატიმარმა გოდერძი (კახა) კიკნაძემ დედასთან კომუნიკაცია საკნის ფანჯრიდან მოახერხა და განაცხადა, რომ მას სახალხო დამცველის წარმომადგენლები საერთოდ არ უნახავს. პატიმარი რამდენიმე წუთის განმავლობაში საკნიდან ყვიროდა და შველას ითხოვდა.


ავტორი: ლექსო დუჩიძე
პატიმარი კიკნაძე რუსთავის #6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში შველას ითხოვს

იხილეთ: პატიმარ გოდერძი კიკნაძის მდგომარეობის შესაფასებლად ადვოკატები და ნევროლოგი შეუშვეს

"ახალაიამ და ადეიშვილმა შემოგითვალეს, თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო" - პატიმარმა გოდერძი კიკნაძემ და დედამისმა შიმშილობა დაიწყეს