"ამ მთავრობის ხელში უნდა გავკაფო" - რატომ ფიქრობს კახელი გლეხი ვაზის გაჩეხვაზე
კახელი გლეხი მოსავლის ნაცვლად ზარალს ითვლის. უხვმა ნალექმა წელს ყველაზე მეტად კახეთი დააზარალა და მეურნეების ნაოცნებარი მოსავლის რაოდენობა, როგორც კახეთში იტყვიან, ჩაილურის წყალს გაატანა. სიმწიფეში შესული ყურძენი 20 აგვისტოს მოსულმა სეტყვამ გაანადგურა.
საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში წინაპრების ჩაყრილი ვაზის გაჩეხვას ფიქრობენ მეურნე-გლეხები, ვინაიდან ბანკებიდან აღებულ კრედიტებს გაფუჭებული მოსავალი ვეღარ დაფარავს და ნავენახარზე უფრო შემოსავლიან სასოფლო კულტურას დათესავენ.