ხალხო, რა გაღიზიანებთ, ჟამი გამოცვლის პრეზიდენტებსაც, მთავრობებსაც - მიხეილ სააკაშვილი
ბაგრატის ტაძრის აღდგენა ქართველი ხალხის ოცნება იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში განაცხადა, სადაც ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს დღე მისთვის ბავშვობის ოცნების ასრულებაა.
"ეს ტაძარი დაანგრია რუსეთის არტილერიამ, სხვა ტაძრებში ფრესკები გადაგვიღებეს. არის დრო ქვების გაბნევის და არის დრო ქვების შეგროვების. ჩვენ ახლა გვაქვს საქართველოს აღმშენებლობის დრო. ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, ეს აღმშენებლობა ყველას ეკუთვნის. ჩვენ მართლა შევდივართ ოქროს ხანაში. ხალხს ჯერ ძალიან უჭირს, მათ შორის ქუთაისში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ყველაფერი უნდა აღვადგინოთ, ავაშენოთ და ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილება", - განაცხადა სააკაშვილმა.
იხილეთ: ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა