დავით ბაქრაძე და აკაკი სეფერთელაძე ომში დაღუპული სერგო მელიას ოჯახს ესტუმრნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს დაღუპული სერგო მელიას ოჯახს ესტუმრნენ.
"მე მოვედი დღეს ამ ოჯახში, რომ კიდევ ერთხელ გამომეხატა ჩემი უღრმესი პატივისცემა იმ ოჯახის მიმართ, სადაც გაიზარდა საქართველოს გმირი და მათი სახელი არ იქნება დავიწყებული", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
უფროსი ლეიტენანტი სერგო მელია საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. მას მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენი. აგვისტოს ომის გმირი მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზეა დაკრძალული.