ყოფილი პარლამენტარი ბონდო შალიკიანი მინსკში მოკლეს
მინსკში საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბონდო შალიკიანი მოკლეს, - ამის შესახებ რუსული საინფორმაციო წყაროები იუწყება.
არსებული ინფორმაციით, შალიკიანთან ერთად მოკლულია მისი თანმხლები, კავკასიური გარეგნობის მამაკაცი.
ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი ბონდო შალიკიანი 2004 წელს სპეცოპერაციისას დააკავეს. მაშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შალიკიანის სახლში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ოპერაციას შსს-ს მაშინდელი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა.
ბონდო შალიკიანი ბოლო წლებში საზღვარგარეთ ცხოვრობდა.