loader

გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა

ჟურნალისტ გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა. გიორგი სანაიას ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები მის საფლავზე შეიკრიბნენ და ჟურნალისტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. როგორც გიორგი სანაიას ძმა, ვახო სანაია აცხადებს, ოჯახის წევრები დღემდე მიიჩნევენ, რომ გიორგი სანაია პოლიტიკური მოტივით მოკლეს და მკვლელობის საქმე გახსნილად არ შეიძლება ჩაითვალოს.

ჟურნალისტი გიორგი სანაია საკუთარ სახლში 11 წლის წინ, 26 ივლისს მოკლული იპოვეს. გამოძიებამ მკვლელობა პირად მოტივებს დაუკავშირა და ამასთან დაკავშირებით გრიგოლ ხურცილავა დააკავა, რომელსაც 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.