loader

ტრაგიკული ნახტომი მაღლივის ხიდიდან - ექსტრემალურ გართობას შეწირული ორი ახალგაზრდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგიკული ნახტომი მაღლივის ხიდიდან - ექსტრემალურ გართობას შეწირული ორი ახალგაზრდა

ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა 15 ივლისს ექსტრემალურ თოკით ხტომას, ანუ როუფ-ჯამფინგს, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდზე. 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი 50 მეტრის სიმაღლიდან ერთად გადმოხტნენ. გადმოხტომის შემდეგ მარიამ ყანდაშვილი - ადგილზე, გოგა გოლეთიანი კი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კომპანია Extreme Team-ის ორგანიზებით, როუფ-ჯამფინგი ყოველწლიურად იმართება. მაღლივის ხიდიდან დღეში საშუალოდ 40-50 ნახტომი ხორციელდებოდა. ტრაგედიის დღესაც უამრავი ნახტომი განხორციელდა - გოგა და მარიამი რიგით ოცდამეთორმეტეები იყვნენ.

როგორც მთამსვლელი ტატო ნადირაძე ამბობს, უსაფრთხოების ნორმები ხტომის დროს დაცული იყო. როუფ-ჯამფინგის თითოეული თოკი 5 ტონა დარტყმას უძლებს. გოგა და მარი 4 ასეთი თოკით იყვნენ ჩაბმულები.

ექსტრემალურ გართობას, რომელიც ადრენალინის გამოყოფის საუკეთესო საშუალებაა, ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გოგა გოლეთიანმა ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე სოციალურ ქსელში ნოდარ დუმბაძის სიმღერა "სიკვდილის წინ" გააზიარა.