ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები ხაშური-ბორჯომის გზაზე - დაღუპულია 3 ადამიანი
ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით ერთმანეთს, სავარაუდოდ, ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაღუპულებს შორის 1 მამაკაცი და 2 ქალია.
როგორც Palitravideo-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.