loader

გიორგი ქოჩორაშვილი ყოფილი თანაგუნდელის, ხესუს დე მიგელის პანაშვიდზე მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ქოჩორაშვილი ყოფილი თანაგუნდელის, ხესუს დე მიგელის პანაშვიდზე მივიდა

“გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლის, ხე­სუს დე მი­გე­ლის პა­ნაშ­ვიდ­ზე მი­ვი­და. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა დღეს სე­ვი­ლი­ას ვარ­ჯი­ში გა­მო­ტო­ვა,“ - ამის შე­სა­ხებ Geo Team-ი წერს და ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

2022-2023 წლე­ბის სე­ზონ­ში გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი და ხე­სუს დე მი­გე­ლი კას­ტე­ლონ­ში თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი იყ­ვნენ.

30 წლის ხე­სუს დე მი­გე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ეს­პა­ნე­თის კა­ნა­რის კუნ­ძულ ტე­ნე­რი­ფე­ზე სა­ყო­ველ­თაო გლო­ვა გა­მო­იწ­ვია. ფეხ­ბურ­თე­ლის და­ღუპ­ვის შემ­დეგ სტა­დი­ო­ნი, სა­დაც ის ბო­ლოს თა­მა­შობ­და, ხსოვ­ნის მე­მო­რი­ა­ლად იქცა - გულ­შე­მატ­კივ­რებს ყვა­ვი­ლე­ბი, სან­თლე­ბი, ფო­ტო­ე­ბი, შარ­ფე­ბი და ბავ­შვე­ბის ნა­ხა­ტე­ბი მი­აქვთ. ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა მე­კა­რე ხე­სუს ოვო­ნო­მაც, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­შის დრო­საც ფეხ­ბურ­თე­ლი მატ­ჩის დროს მძი­მედ და­შავ­და.

ტე­ნე­რი­ფე­ზე ახლა ფეხ­ბურთზე მე­ტად ერთი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვა­ზე სა­უბ­რო­ბენ. კუნ­ძუ­ლი გლო­ვობს 30 წლის ხე­სუს დე მი­გელს, რო­მე­ლიც 2 ნო­ემ­ბერს, "ტე­ნე­რი­ფე­სა“ და "ან­დო­რას“ მატ­ჩის დროს მომ­ხდა­რი მძი­მე შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.სა­ბე­დის­წე­რო ეპი­ზო­დი შეხ­ვედ­რის მი­წუ­რულს მოხ­და. "ან­დო­რას“ მე­კა­რე ხე­სუს ოვო­ნო ბურ­თის მო­გე­რი­ე­ბას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა ფეხი ბურთს ას­ცდა და დარ­ტყმა "ტე­ნე­რი­ფეს“ თავ­დამ­სხმელს გულ-მკერ­დის არე­ში მი­ა­ყე­ნა.

დე მი­გე­ლი მო­ე­დან­ზე უგო­ნოდ და­ე­ცა. მას გული გა­უ­ჩერ­და. ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა სცა­დეს, თუმ­ცა ფეხ­ბურ­თე­ლი მე­ო­რე დღეს, 3 ნო­ემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.