loader

მეკარე, რომელთან შეჯახების შემდეგად 30 წლის ფეხბურთელი დაიღუპა, პირველად ალაპარაკდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეკარე, რომელთან შეჯახების შემდეგად 30 წლის ფეხბურთელი დაიღუპა, პირველად ალაპარაკდა

30 წლის ხე­სუს დე მი­გე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ეს­პა­ნე­თის კა­ნა­რის კუნ­ძულ ტე­ნე­რი­ფე­ზე სა­ყო­ველ­თაო გლო­ვა გა­მო­იწ­ვია. ფეხ­ბურ­თე­ლის და­ღუპ­ვის შემ­დეგ სტა­დი­ო­ნი, სა­დაც ის ბო­ლოს თა­მა­შობ­და, ხსოვ­ნის მე­მო­რი­ა­ლად იქცა - გულ­შე­მატ­კივ­რებს ყვა­ვი­ლე­ბი, სან­თლე­ბი, ფო­ტო­ე­ბი, შარ­ფე­ბი და ბავ­შვე­ბის ნა­ხა­ტე­ბი მი­აქვთ. ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა მე­კა­რე ხე­სუს ოვო­ნო­მაც, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­შის დრო­საც ფეხ­ბურ­თე­ლი მატ­ჩის დროს მძი­მედ და­შავ­და.

ე­ნე­რი­ფე­ზე ახლა ფეხ­ბურთზე მე­ტად ერთი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვა­ზე სა­უბ­რო­ბენ. კუნ­ძუ­ლი გლო­ვობს 30 წლის ხე­სუს დე მი­გელს, რო­მე­ლიც 2 ნო­ემ­ბერს, "ტე­ნე­რი­ფე­სა“ და "ან­დო­რას“ მატ­ჩის დროს მომ­ხდა­რი მძი­მე შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.სა­ბე­დის­წე­რო ეპი­ზო­დი შეხ­ვედ­რის მი­წუ­რულს მოხ­და. "ან­დო­რას“ მე­კა­რე ხე­სუს ოვო­ნო ბურ­თის მო­გე­რი­ე­ბას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა ფეხი ბურთს ას­ცდა და დარ­ტყმა "ტე­ნე­რი­ფეს“ თავ­დამ­სხმელს გულ-მკერ­დის არე­ში მი­ა­ყე­ნა.

დე მი­გე­ლი მო­ე­დან­ზე უგო­ნოდ და­ე­ცა. მას გული გა­უ­ჩერ­და. ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა სცა­დეს, თუმ­ცა ფეხ­ბურ­თე­ლი მე­ო­რე დღეს, 3 ნო­ემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. განაგრძეთ კითხვა